2 წლის და 4 თვის წინ
დიდი ეპოქის მორიგი მატჩი! - მესისა და რონალდუს წინააღმდეგ შეხვედრა ჩაინიშნა
ავტორი
Aa
ფეხბურთის ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, ერთმანეთს მორიგ ჯერზე დაუპირისპირდნენ.
როგორც "ინტერ მაიამიმ" დაადასტურა, ამერიკული კლუბი პრე-სეზონზე საუდის არაბეთის ორ გუნდს შეხვდება.
იგეგმება, რომ დევიდ ბექჰემის კლუბი 29 იანვარს "ალ-ჰილალს", ხოლო პირველ თებერვალს "ალ-ნასრს" დუპირისპირდება.
ბუნებრივია, საფეხბურთო სამყაროსთვის ყველაზე საინტერესო მესისა და რონალდუს დაპირისპირება იქნება, რომლებიც კიდევ ერთხელ, შესაძლოა, 2024 წლის თებერვალში გადაიკვეთონ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
