logo

არც ნეიმარი, არც ლაუტარო! - "ბარსა" წლის ტრანსფერს ამზადებს

არც ნეიმარი, არც ლაუტარო! - "ბარსა" წლის ტრანსფერს ამზადებს

ევროპული პრესა ერთსულოვნად შეჯერდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" პრიორიტეტული სამიზნე ლაუტარო მარტინესი (ინტერი) და ნეიმარ ჟუნიორი (პსჟ) იქნებოდნენ.

მიუხედავად ამისა, Don Balon-მა გვამცნო, რომ "ბლაუგრანა" სულ სხვა სუპერტრანსფერს ამზადებს, რომლის შედეგსაც ძალიან მალე ვიხილავთ. 

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ დორტმუნდის "ბორუსიადან" ჯეიდონ სანჩოს შეძენა გადაწყვიტა.

ესპანური გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად ინგლისელი "მანჩესტერ იუნაიტედს" უახლოვდებოდა, თუმცა "წითელი ეშმაკების" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშ-უთამაშებლობის საკითხის გაურკვევლობის გამო, ამბიციურმა სანჩომ არჩევანი "ბარსაზე" გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ყვითლები" სანჩოსთვის ფასის დაკლებას არც კორონაკრიზისის ჟამს გეგმავენ და მისი ღირებულება 100 მილიონ ევროს აუცილებლად აცდება.

1 თვის წინ
3309 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1015
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ