1 წლის და 9 თვის წინ

"ბარსელონას" მეტოქე კოპა დელ რეის 1/16-ფინალში ცნობილია

ავტორი
Aa
დღეს "ბარსელონამ" შეიტყო თავისი პირველი მეტოქე კოპა დელ რეის 2023/2024 წლების სეზონის გათამაშებაში. ესპანეთის თასის მეთექვსმეტედფინალში "ლურჯ-ბროწეულისფერნი" "ბარბასტროს" დაუპირისპირდებიან.
პატარა არაგონული გუნდი ესპანეთის რანგით მე-4 დივიზიონში ასპარეზობს. "ბარბასტროს" სტადიონზე, რომელზედაც შედგება აღნიშნული დაპირისპირება, 5000 გულშემატკივარი ეტევა.
ტურნირის მეთექვსმეტედფინალური შეხვედრები 2024 წლის 6-7 იანვარს შედგება.
მერვედფინალები 17 იანვარს გაიმართება, მეოთხედფინალები კი - 24 იანვარს. ნახევარფინალური ეტაპი, განსხვავებით წინა სტადიებისგან, ორმატჩიანია. მატჩები თებერვალსა და აპრილში იქნება.
შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეი "ბარსამ" ბოლოს 2021 წელს მოიგო. ფინალში კატალონიელებმა მაშინ ბილბაოს "ატლეტიკი" დაამარცხეს, ანგარიშით 4:0.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 დღის და 5 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
6 დღის და 23 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 5 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 5 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში