როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში “ანტვერპენის” წინააღმდეგ მინიმალური სხვაობით 3:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა:
“ჩვენ უნდა გავიხსენოთ, თუ საიდან მოვდივართ და ვიყოთ ბედნიერი დღეს, მიუხედავად იმისა, რომ კარგი საღამო არ გვქონია.
ჩვენ ორიოლ რომეუს მოტივაცია უნდა მივცეთ. მას სეზონი მშვენივრად დაიწყო, მაგრამ დღეს ორიოლის საღამოს არ ყოფილა, მთელი გუნდის მსგავსად, მაგრამ მას სათამაშო კლასი ნამდვილად აქვს.
მე გაღიზიანებული ვარ, რაც საკმაოდ ნორმალურია. გუნდი კომფორტულ სიტუაციაში ნამდვილად არ იმყოფება, ჩვენ 2-მატჩიანი წაგებების სერია გვაქვს. ჩვენ უნდა გავაკრიტიკოთ საკუთარი თავები და მეტი მოვინდომოთ. ჩვენ ბევრ შანსს ვიღებთ, თუმცა მომენტების რეალიზება გვიჭირს.
ჩვენ შეხვედრა საკმაოდ ცუდ ნოტაზე დავასრულეთ, თუმცა რაც ყველაზე მნიშველოვანოა ჯგუფში პირველი ადგილო დავიკავეთ.
მე საჯაროდ არ ვისაუბრენ ფეხბურთელების სათამაშო კლასზე, თუმცა ვიტყვი, რომ მათ მეტი მოტივირებულობა და პროფესიონალიზმი მართებთ. ინდივიდუალური ხარვეზები მიზნის მიღწევაში ხელს გვიშლის.
ეს ყველაფერი ვალენსიასთან მოგების შემთხვევაში შეიცვლება. ცუდი შეფასებები გარე წრედან მოიკლებს, გუნდის შიგნით კი ჩვენ ძალიამ ბედნიერად ვგრძნობთ თავს.
მარცხი, რომელმაც გული გვატკინა იყო ჟირონასთან შეხვედრა. დღევანდელო წაგების შემდეგ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავედით.
ჩვენ შაბათს ვალენსიას წინააღმდეგ ფინალი გველოდება.
ეს ნდობას არ ეხება. სისტემა გაძლევს მოტივაციას, მაგრამ ეს ინსპირაციის საკითხია. ზოგჯერ ბარსელონას მაისურის ტარება ძალიან რთულია.
დღეს ჩვენ 2 საათი ვსაუბრობდით დეკოსთან და პრეზიდენტ ლაპორტასთან. ყველაფერი რიგზეა. მე თავს მშვენივრად ვგრძნობ. ჩვენს შეხვედრას პოზიტიურად შევაფასებს”. - განაცხადა ჩავიმ.