2 წლის და 1 თვის წინ
"ბარსასთან" შეხვედრა მინდა" - გამოცდილი მწვრთნელის განცხადება
ავტორი
Aa
რომის "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონასთან" ისურვებდა შეხვედრას.
"სიმართლე გითხრათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონასთან" შეხვედრა სასიამოვნო იქნებოდა.
ჩემი არჩევანი ესაა, რადგან სამწვრთნელო კარიერაში "ბარსას" არასდროს დავპირისპირებივარ. ამას გასაოცარ გამოცდილებად შევაფასებდი," - თქვა "ლაციალეს" თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ "ლაციო" ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა. "არწივებმა" 10 ქულა დააგროვეს და ლიდერ "ატლეტიკოს" 4 ქულით ჩამორჩნენ.
ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა ორშაბათს, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი