როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” საყრდენ ნახევარმცველს ეძებს. ესპანურ წყაროებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბლაუგრანა” “რეალ სოსიედადის” ნახევარმცველის, მარტინ ზუბიმენდის შეძენით ინტერესდება.
აგრეთვე ადგილობრივი სააგენტოები წერენ, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერები” “ბაიერნის” საყრდენი ნახევარმცველის, ჯოშუა კიმიხის შეძენით ინტერესდებიან.
ამჯერად, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “ბარსელონა” 18 წლის ბელგიელი ფეხბურთელის, არტურ ვერმეერენის შეძენით ინტერესდება.
ეს სწორედ ის არტურ ვერმეერენია, რომელმაც “ბლაუგრანას” ახლახანს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში, “ანტვერპენის” მაისურით გაუტანა გოლი.
დიდი ალბათობით, ვერმეერენი გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს და მისი მთავარი მაძიებელი სწორედ “ბარსელონაა”.
ცნობისთვის, 18 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.