11 თვის და 2 კვირის წინ
"ბარსამ" ეჩევერის დაუმიზნა - სუპერტალანტის ტრანსფერი ახლოვდება
"ბარსამ" ეჩევერის დაუმიზნა - სუპერტალანტის ტრანსფერი ახლოვდება

"ბარსელონამ" "რივერ პლეიტის" ტალანტის, კლაუდიო ეჩევერის ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა, - იუწყებიან არგენტინული TyC Sports-ის ჟურნალისტები.

17 წლის ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევროა. "ბლაუგრანა" მზადაა, რომ 30 მილიონი ევროც კი გადაიხადოს, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილ-ნაწილ მოხდება.

კლაუდიოთი "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსიც" არიან დაინტერესებულნი, ოღონდ "ბარსა" ერთი ნაბიჯით წინაა. წყაროს თანახმად, ეჩევერის აქტიურად აკვირდება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ფართო მასებს თავი მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატიდან გააცნო, სადაც ბრაზილიის ნაკრებს ჰეთ-თრიქი შეუსრულა. სხვათა შორის, ეჩევერი "ბარსელონას" ქომაგია, რაც მას საჯაროდ აქვს გაცხადებული.

"რივერის" პირველი გუნდის მაისურით ჩატარებულ 5 მატჩში ეჩევერის 1 ასისტი აქვს მითვლილი.


Facebook კომენტარები