2 წლის და 1 თვის წინ
ჩავი: "თუ "ვალენსიასთან" წავაგებთ, ეს მოხდება"
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის მე-16 ტურის მატჩს ჩაატარებს და "ვალენსიას" "მესტალიაზე" დაუპირისპირდება. აღნიშნულ დაპირისპირებას "ბლაუგრანა" ზედიზედ ორი წაგებული შეხვედრით ხდება, რაც, ბუნებრივია, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს.
მომავალი შეხვედრის შესახებ ჩავი ერნანდესმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"თუ "ვალენსიასთან" ფრეს ვითამაშებთ ან წავაგებთ, ამ პროექტში ჩვენი რწმენა მაინც არ შეირყევა.
კლუბს სტაბილურობა სჭირდება. განსაკუთრებით თუ მესის ერის დასრულებასა და მძიმე ეკონომიკურ ვითარებას გავითვალისწინებთ.
ეს გამარჯვების პროექტია. ჩვენ ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასის მოქმედი გამარჯვებულები ვართ," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ ვალენსიურ-კატალონიური ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი