როგორც მოგეხსენებათ, არგენტინულმა პრესამ გუშინ "ბარსელონას" "რივერ პლეიტის" 17 წლის ნახევარმცველი, კლაუდიუ ეჩევერი დაუკავშირა.
ამას დღეს ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა. იტალიელის ხელთ არსებული ცნობები შემდეგნაირია:
"კლაუდიუ ეჩევერი "ბარსელონაში" გადასვლის შესაძლებლობით მოხიბლულია, მაგრამ "ბარსასგან" მისი გამოსასყიდი თანხის (25 მილიონი ევრო) ახლა გადახდა შეუძლებელია.
"ბარსაში" სურდათ, რომ "რივერ პლეიტისთვის" სატრანსფერო თანხის გადახდის განსხვავებული სტრუქტურა შეეთავაზებინათ, თუმცა არგენტინელებს ეს არ აკმაყოფილებთ. ეჩევერით "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსიც" არიან დაინტერესებულნი."
ცნობისთვის, კლაუდიოს შესახებ გუშინ ჩავი ერნანდესმაც ისაუბრა. "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის შეფასებით, კლაუდიო დიდი ტალანტია, რომელსაც მოედანზე განსხვავების შექმნა შეუძლია.
ეჩევერიმ საფეხბურთო სამყაროს თავი მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატიდან გააცნო, სადაც ბრაზილიის ნაკრებს ჰეთ-თრიქი შეუსრულა.