2 წლის წინ
დე იონგი შემდეგ მატჩს გამოტოვებს - რა არის ამის მიზეზი
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი "ალმერიასთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს.
ამის მიზეზი ისაა, რომ ფრენკიმ "ვალენსიას" წინააღმდეგ გუშინ გამართულ მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მე-5 გახლდათ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. 5 გაფრთხილებას კი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოსდევს.
26 წლის ვარსკვლავი წუხანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ჟოაუ ფელიქსის გოლისას მან ბრწყინვალე პრეასისტი მიითვალა.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ვარაუდის თანახმად, სასტარტო შემადგენლობაში ფრენკის ფერმინ ლოპესი ჩაანაცვლებს. ნახევარდაცვის ტრიოს სწორედ ფერმინი, ილქაი გიუნდოგანი და პედრი გონსალესი ჩამოაყალიბებენ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ალმერიას" ჯახი 20 დეკემბერს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი