logo

ზუსტად 11 წლის წინ - "ბარსელონა" 4:0 "ბაიერნი"

დღეს ზუსტად 11 წელი შესრულდა მატჩიდან, სადაც "ბარსელონამ" მიუნხენის "ბაიერნი" ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

გრანდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 2008/09 წლების სეზონის გათამაშების მეოთხედფინალში გადაეყარნენ.

წყვილის ბედი პირველივე შეხვედრაში გადაწყდა - მესის დუბლს ანრიმ და ეტო'ომ თითო-თითო გოლი დაუმატეს. საპასუხო მატჩი კი ფორმალობა გახლდათ და ის ფრედ, 1:1 დასრულდა.

"ბლაუგრანამ" შემდეგ ეტაპზე გააღწია და იქიდან "ჩელსი" გამოაგდო, ფინალში მას "მანჩესტერ იუნაიტედიც" დააყოლა და ისტორიაში მესამედ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი.

1 თვის წინ
369 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1015
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ