

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "ნაპოლის" დაუპირისპირდება. ეს უეფას შტაბ-ბინაში დღეს ჩატარებული წილისყრის შედეგად დადგინდა.
წილისყრას "ბლაუგრანას" ტექნიკური დირექტორი, დეკუ ესწრებოდა, რომელმაც მცირე კომენტარიც გააკეთა.
"ნაპოლი" მოქმედი ჩემპიონია, ისევე როგორც ჩვენ, ამიტომ საინტერესო ორთაბრძოლა გველოდება. საკმარისი დრო გვაქვს, რათა მატჩისთვის რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ.
ჩემპიონთა ლიგაზე გამართლება არ არსებობს. ჩვენ "ნაპოლიზე" ვსაუბრობთ. სერია ა-ს გამარჯვებულზე, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ფეხბურთში იღბალზე საუბარი უაზრობაა.
ჩვენ მეტოქეზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ საკუთარ თავებზე ვკონცენტრირდეთ. "ვალენსიას" წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ. განვითარება, კარგად თამაში და გოლების გატანა უნდა გავაგრძელოთ," - თქვა დეკუმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები 2024 წლის 13 თებერვალს დაიწყება. განმეორებითი შეხვედრები კი 5 მარტიდან გველოდება.