logo

"მესი ინგლისში ვერ ითამაშებდა" - ვიდეო, რომელიც მითს ამსხვრევს

"ბარსელონას" არგენტინელ მეგავარსკვლავს, ლეო მესის რომ უამრავ გულშემატკივართან ერთად უამრავი კრიტიკოსიც ჰყავს, ყველასათვის ცნობილია.

ლიონელის მოძულეთა ერთ-ერთი უსაყვარლესი ფრაზა გახლავთ ის, რომ ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს ინგლისის ჩემპიონატში ასეთი შედეგები ვერ ექნებოდა.

"But can he do it on a cold rainy naight in Stoke?" - კითხვა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც მოგისმენიათ. ამ კითხვით მავანნი ეჭვქვეშ აყენებენ მესის შესაძლებლობებს და ამბობენ, რომ ცივ სტოკურ საღამოებს იგი უფერულად ჩაატარებდა.

ამ მითის დასამსხვრევად სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ლეოს მიერ წვიმიან ამინდში ჩატარებული მატჩებით იწყება. მატჩებით, რომლებშიც მან ჩვეულ დონეზე ითამაშა.

ვიდეოს მეორე ნაწილი კი გვიჩვენებს იმ 26-ვე გოლს, რომელიც მესიმ ინგლისურ გრანდებს ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანა. შთაბეჭდილების კიდევ უფრო გასაზრდელად დაგისახელებთ ამ გუნდებსაც: "არსენალი", "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "ლივერპული".

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კიდევ უფრო აბსურდული ხდება "ბარსას" კაპიტნის კრიტიკოსთა ეს ძალიან უსუსური არგუმენტი.

1 თვის წინ
508 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1030
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ