2 წლის და 4 თვის წინ
ცნობილია! - რა თანხა დაუჯდება “ბარსელონას” ეჩევერის ტრანსფერი
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა არგენტინელმა ფეხბურთელმა, კლაუდიო ეჩევერიმ 17-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ეჩევერის დამატება სურს.
“რივერ პლეიტი” ახალგაზრდა ფეხბურთელს დაახლოებით 25/30 მილიონ ევროდ აფასებს.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ეჩევერის სატრანსფერო ღირებულებიდან გამომდინარე არგენტინული გუნდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება სცადა, რითაც “რივერ პლეიტის” ბოსები ნამდვილად ვერ იყვნენ ბედნიერები.
ცნობისთვის, ეჩევერიმ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ