2 წლის წინ
გადაწყვეტილება მიღებულია - რა ბედი ელის ჩავის
გადაწყვეტილება მიღებულია - რა ბედი ელის ჩავის
ავტორი
Aa

ბოლო დროს ჩავი ერნანდესის კატალონიის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლაზე მედიაში აქტიურად წერენ.

ამ საკითხზე ინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით "ვალენსიასთან" ვერ მოგებული თამაშის შემდეგ გახშირდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემა "Sport"-ი ახალ ცნობებს გვამცნობს.

როგორც წყარო იუწყება, კატალონიურ გრანდში ესპანელი სპეციალისტის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

გაირკვა, რომ ჩავი მიმდინარე სეზონს "ბლაუგრანაში" ბოლომდე დაასრულებს და შესაძლო ცვლილებებზე კლუბი ზაფხულში იფიქრებს.

აქვე გეტყვით, რომ 17 ტურის თავზე "ბარსელონა" ლა ლიგაში 35 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.


Facebook კომენტარები