3 წლის წინ
ვირცი "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობს
ავტორი
Aa
ლევერკუზენის "ბაიერის" ნახევარმცველი ფლორიან ვირცი "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობს, - იუწყება SPORT.
გერმანელ ნახევარმცველს ძალიან უნდა, ერთ დღეს "ბლაუგრანას" მაისური მოირგოს. მომავალში არაფერია გამორიცხული, მაგრამ კლუბის დღევანდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, SPORT-ი ვირცის "კამპ ნოუზე" გადასვლას შეუძლებლად მიიჩნევს.
ვირცს არაერთხელ უთქვამს, რომ ბავშვობაში ლიონელ მესის დიდი გულშემატკივარი გახლდათ. სწორედ ამას უკავშირდება მისი სიყვარული კატალონიური გრანდისადმი.
"ფარმაცევტების" 19 წლის ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Transfermarkt-ი ფლორიანს 70 მილიონ ევროდ აფასებს. "ლევერკუზენთან" კონტრაქტი მას 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი