11 თვის და 1 კვირის წინ
"ბარსელონას" 2 ნახევარმცველი დაუკავშირეს
"ბარსელონას" 2 ნახევარმცველი დაუკავშირეს

ჩავიმ გაიაზრა, რომ სეზონის ბოლომდე კიდევ ერთი ნახევარმცველი დასჭირდება, რომელიც ტრავმირებულ პაბლო გავის ჩაანაცვლებს. "ბარსელონამაც" სატრანსფერო ბაზარზე ვარიანტების ძებნა დაიწყო.

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელებმა თვალი "პარი შენ ჟერმენის" ყოფილ შუახაზელებს, მარკო ვერატისა და ადრიენ რაბიოს დაადგეს.

რაბიომ "იუვენტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ თუ "ბლაუგრანას" ინტერესი რეალური გამოდგება, მან შეიძლება გეგმები შეიცვალოს. 

ფრანგი ნახევარმცველი "ბარსას" რადარზე ჯერ კიდევ 2019 წელს იმყოფებოდა, თუმცა მაშინ მან არჩევანი "ბიანკონერის" სასარგებლოდ გააკეთა, რასაც ფინანსური მიზეზები ედგა უკან.

რაც შეეხება ვერატის, ის კატარული "ალ არაბის" წევრია. "ლურჯ-ბროწეულისფერნი"  კატარულ გუნდს 6-თვიან იჯარაზე უნდა შეუთანხმდნენ, რის სანაცვლოდაც ვერატი "ალ არაბისთან" ხელშეკრულებას კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს.

მარკოს "ბარსელონას" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც უკავშირებდნენ, თუმცა "კამპ ნოუსთან" ყველაზე ახლოს ის 2017 წელს იყო.


Facebook კომენტარები