3 წლის და 3 თვის წინ
"კლასიკო" გამოირიცხა - როდის იგეგმება დემბელეს დაბრუნება
ავტორი
Aa
უსმან დემბელე მადრიდის "რეალთან" კოპა დელ რეის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ვერ ითამაშებს, - იუწყება RAC1.
"ბარსელონაში" ახლა გეგმავენ, რომ ფრანგი გარემარბი ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ დაბრუნდეს. "სან მამესზე" ლა ლიგის ეგიდით გასამართი შეხვედრა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 12 მარტს ელოდებათ.
რაც შეეხება ესპანეთის სამეფო თასის პირველ "კლასიკოს", მას "სანტიაგო ბერნაბეუ" 2 მარტს უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ დემბელემ დაზიანება "ჟირონასთან" მატჩში მიიღო. მან უკვე გამოტოვა კატალონიური გრანდის უკანასკნელი 5 შეხვედრა.
მიმდინარე სეზონში 25 წლის ფრანგის მონაგარი 8 გოლსა და 7 საგოლე გადაცემას შეადგენს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
8 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
8 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
8 თვის და 4 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი