1 წლის და 8 თვის წინ

"მინდა, რომ გოჭებივით ირბინოთ" - ჩავიმ თავის ფეხბურთელებს უყვირა

ავტორი
Aa
"ალმერიასთან" მატჩის შესვენებისას "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი თავის ფეხბურთელებს ძალიან მკაცრად გაესაუბრა.
Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" თავკაცს მოთამაშეებისთვის ასეთი რამ უთქვამს:
"მინდა, რომ გოჭებივით ირბინოთ!"
ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ჩავისგან ყველაზე დიდი კრიტიკა შეხვდა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პოლონელი გოლეადორი, რობერტ ლევანდოვსკი გახლდათ.
"რობერტ, დაიწყე სირბილი, ეშმაკმაც დალახვროს!" - უყვიროდა "მაესტრო" თავისი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ წევრს.
ასეა თუ ისე, ჩავის მკაცრმა რეაქციამ ეფექტი ნამდვილად იქონია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გუნდის თამაში დამაკმაყოფილებელი არ გახლდათ, 3 ქულა მაინც კატალონიელებმა დაიტოვეთ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 დღის და 18 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
5 დღის და 12 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 4 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 4 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში