2 წლის წინ
ცნობილია: როდის ჩავა როკე ბარსელონაში
ცნობილია: როდის ჩავა როკე ბარსელონაში

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ ვიტორ როკეს ბარსელონაში ჩაფრენის სავარაუდო თარიღი შეგვატყობინა.

წყაროს თანახმად, ბრაზილიელი თავდამსხმელი ესპანეთში ჩასვლას შობის შემდეგ გეგმავს. როკესთან ერთად იქნება მისი ოჯახიც.

ეს იმას ნიშნავს, რომ 18 წლის ფორვარდი "ბლაუგრანაში" ვარჯიშს უახლოესი შესაძლებლობისთანავე დაიწყებს.

მომდევნო ოფიციალური მატჩი "ბარსას" 4 იანვარს, "ლას პალმასის" წინააღმდეგ ელოდება. 

შეგახსენებთ, რომ როკეში "ბარსამ" "ატლეტიკო პარანაენსეს" 30 მილიონი ევრო გადაუხადა.


Facebook კომენტარები