2 წლის წინ
გაირკვა! - რა მოხდება ინიგო მარტინესის დაბრუნების შემთხვევაში
გაირკვა! - რა მოხდება ინიგო მარტინესის დაბრუნების შემთხვევაში

როგორც მოგეხსენებათ, 32 წლის ესპანელ მცველს, ინიგო მარტინესს ტრავმა წუხებს, რის გამოც დიდი ხანია გუნდს ვერ ეხმარება.

გავლენიანი ესპანური გამოცემა Diario AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩავი ერნანდესი ინიგოს დაბრუნების შემდეგ გეგმავს, რომ კუნდე მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადაიყვანოს.

შედეგად, ცენტრალურ დაცვაში რონალდ არაუხოსა და ინიგო მარტინესის დუეტს ვიხილავთ, მარცხენა მცველის პოზიციაზე ჟოაო კანსელო გადავა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი ჟულ კუნდეს ვიხილავთ.

ცნობისთვის, ჩავი ერნანდესი ამ ეტაპზე ალეხანდრო ბალდეს თამაშით უკმაყოფილოა.


Facebook კომენტარები