2 წლის და 4 თვის წინ
გადაწყვეტილია! - ლუის სუარესი “ინტერ მაიამის” შეუერთდება
ავტორი
Aa
კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, ლუის სუარესი კარიერას “ინტერ მაიამიში” გააგრძელებს.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სუარესი ამერიკულ გუნდთან 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
საგულისხმოა, რომ დევიდ ბექჰემმა “ელ პისტოლეროსთან” ნოემბერში მიაღწია შეთანხმებას.
გამოდის, რომ “ინტერ მაიმიში” “ბარსელონას” ლეენდარული ფეხბურთელები: ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ლეო მესი და ლუის სუარესი იასპარეზებენ.
ცნობისთვის, ლუის სუარესმა გასულ სეზონში “გრემიოს” მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ