3 წლის და 1 თვის წინ
"ის ანტი-ბარსაა!" - ლაპორტა ლა ლიგის პრეზიდენტს ომს უცხადებს
"ის ანტი-ბარსაა!" - ლაპორტა ლა ლიგის პრეზიდენტს ომს უცხადებს

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მმართველმა ნეგრეირას საქმეზე ისაუბრა და ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის მისამართით მკაცრი გზავნილები გააჟღერა.

"ბატონმა ტებასმა თავისი სახე კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა.

მან უკვე გვითხრა, რომ ჩემსა და "ბარსელონას" წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს. ნიღაბი ჩამოხსნილია.

ტებასს უნდა, რომ მე გადავდგე, მაგრამ მას სიამოვნებას არ მივანიჭებ. ის "ბარსელონას" საწინააღმდეგო კამპანიის უკან დგას. ჯერ კიდევ ვერ გვაპატია, რომ CVC შეთანხმებაზე უარი ვთქვით.

ის ანტი-ბარსაა!" - თქვა ლაპორტამ.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჟოანი ხავიერ ტებასზე ასეთ ხისტ განცხადებებს აკეთებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ "ბარსელონასა" და ლა ლიგას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება.

ცნობისთვის, ტებასმა გუშინ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლაპორტა ვერ ახსნიდა, რატომ უხდიდა კლუბი ფულს ენრიკეს ნეგრეირას 2016-2018 წლებში, მას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.


Facebook კომენტარები