logo

"70 მილიონი მოლაპარაკების დასაწყებად საკმარისი არაა" - კულეები ბორდს აკრიტიკებენ

"70 მილიონი მოლაპარაკების დასაწყებად საკმარისი არაა" - კულეები ბორდს აკრიტიკებენ

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანის "ინტერი" და "იუვენტუსი" უსმან დემბელეს შეძენით არიან დაინტერესებულნი და მისი 70 მილიონ ევროდ ყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ. 

"ბარსელონას" გულშემატკივრები კი ამას არ ემხრობიან. Tribuna.com გვთავაზობს კულეთა კომენტარებს, სადაც აშკარად ჩანს მათი ნდობა ფრანგისადმი და კრიტიკა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის მიმართ:

"ჯანდაბა, 70 მილიონი არ არის შესაფერისი ფასი. ის მინიმუმ 150 მილიონი ღირს. ამ ბიჭს პოტენციალი აქვს. ტრავმების მიუხედავად, მოკლე დროში 19 გოლის გატანა მოახერხა. ვფიქრობ, რომ მას მინიმუმ 1 წელი კიდევ უნდა მივცეთ".

"ჩვენ დემბელე უნდა შევინარჩუნოთ. 70 მილიონი ევრო დისკუსიების დასაწყებად საკმარისი არ არის."

"გთხოვთ, ნუ გაყიდით მას. ის კლუბის მომავალია".

"მინდა, "ბარსას" ყველა ფანმა დაინახოს, როგორ შეცდომებს უშვებს ტექნიკური მენეჯმენტი ტრანსფერების დროს. მხოლოდ "ბარსელონა" ყიდის ძვირადღირებულ ფეხბურთელებს 70%-მდე შემცირებულ ფასად".

"შეცდომა შეიძლება ერთხელ დაუშვა, მაგრამ "ბასამ" ამით 500 მილიონი ევრო დაკარგა. ყველა კულეს ვთხოვ, აიძულოს კლუბი, შეცვალოს სატრანსფერო პოლიტიკა".

"დემბელე 125 მილიონ ევროდ იყიდეთ და გინდათ 70 მილიონად გაყიდოთ?"

"ის ჩვენი მომავალია. უსმანს აქვს ამის პოტენციალი და მხოლოდ ნდობა სჭირდება".

ასეთი კომენტარები დაწერეს კულეებმა. 

1 თვის წინ
317 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1015
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ