2 წლის წინ
სუარესი "ინტერ მაიამის" შეუერთდა - ლუისის პირველი განცხადება
სუარესი "ინტერ მაიამის" შეუერთდა - ლუისის პირველი განცხადება

"ინტერ მაიამიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 36 წლის ურუგვაელი ცენტრფორვარდი, ლუის სუარესი კარიერას მათ რიგებში გააგრძელებს.

"ბარსელონას" ლეგენდა თავის ყოფილ თანაგუნდელებს შეუერთდება - ფლორიდაში "ელ პისტოლეროს" ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა ხვდებიან.

გავრცელდა სუარესის მცირე კომენტარიც.

"ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ იმით, რომ "ინტერ მაიამისთან" ერთად ახალ გამოწვევას შევეჭიდები.

ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ. მზად ვარ, რომ ამ დიდებულ კლუბში ტიტულების მოგების ოცნება რეალობად ვაქციო," - თქვა ლუისმა.

შეგახსენებთ, რომ MLS-ის ახალი სეზონი თებერვალში დაიწყება.


Facebook კომენტარები