2 წლის და 4 თვის წინ
ჩავიმ სიტყვა არ გატეხა - საინტერესო ამბავი
ავტორი
Aa
Relevo-ს ჟურნალისტმა, ტონი ხუანმარტიმ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის საინტერესო გადაწყვეტილების შესახებ გვამცნო.
"თავდაპირველად, საშობაო დასვენება 5 დღით იყო განსაზღვრული, მაგრამ ჩავიმ თავისი ფეხბურთელები გამოიწვია და დაჰპირდა, რომ თუ "პორტუს" და "ატლეტიკოს" დაამარცხებდნენ, კიდევ 1 დღით დაასვენებდა.
"ჟირონასთან" მარცხის მერე ეს დამატებითი დღე შეიძლება გაუქმებულიყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შეთანხმება ძალაში დარჩა," - წერს ხუანმარტი.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ოფიციალური მატჩი "ბარსას" 2024 წლის 4 იანვარს, "ლას პალმასის" წინააღმდეგ ელოდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ