2 წლის წინ
უმაგრესი ამბავი! - UFC 298-ზე ილია თოფურიას ჟერარ პიკე უგულშემატკივრებს
უმაგრესი ამბავი! - UFC 298-ზე ილია თოფურიას ჟერარ პიკე უგულშემატკივრებს

როგორც მოგეხსენებათ, 18 თებერვალს ქართული MMA-ის ისტორიაში უმნიშველოვანესი შეხვედრა გაიმართება.

UFC-ის ქვემსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლაში ილია თოფურია ავსტრალიელ ალექსანდერ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, კარლოს გარსიას ლეგასპის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ილიას აღნიშნულ შეხვედრაზე კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, ჟერარ პიკე უგულშემატკივრებს.

საგულისხმოა, რომ ილიამ ესპანეთში შერეული ორთაბრძოლების პრომოუტერის შექმნასთან დაკავშირებით, ჟერარ პიკესთან მოლაპარაკებები წარმართა.

უდიდესი ალბათობით, 18 თებერვალს ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას ლოს ანჯელესში “ელ მატადორის” საგულშემატკივროდ ვიხილავთ.

ცნობისთვის, ზემოხსენებულ ქარდზე მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეჰუდოს ბრძოლა გაიმართება.


Facebook კომენტარები