1 წლის და 9 თვის წინ
კაპიტნები რჩებიან - რა უნდა გაკეთდეს მესის დასაბრუნებლად
კაპიტნები რჩებიან - რა უნდა გაკეთდეს მესის დასაბრუნებლად

გუშინ ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ლიონელ მესის მამასა და აგენტს, ხორხე მესის შეხვდა.

CatalunyaRadio-მ სამი საკითხი გამოყო, რომელსაც მხარეები ამ შეხვედრაზე შეეხნენ. ესენია მესის შესაძლო მომავალი "ბლაუგრანაში", ლეოს პატივსაცემი ღონისძიება "კამპ ნოუზე" და მესის ძმის, მატიას მესის სკანდალური განცხადებები.

ახალი ცნობები მოგვაწოდა ჟერარ რომერომაც. ესპანელი ჟურნალისტის მტკიცებით, ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის "ბარსაში" დაბრუნებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

რომერო აღნიშნავს, რომ გარდა ლაპორტასა და ხორხე მესის დიალოგისა, მნიშვნელოვანია ჩავისა და ლეოს შორის არსებული კონტაქტიც.

35 წლის მეგავარსკვლავის ტრანსფერისთვის საკვანძო საკითხი გადასახადებთან არსებული პრობლემებია, რომლებიც მესის წარსულში აწუხებდა. "ბარსელონას" ამის მოგვარება მოუწევს.

წყაროს თანახმად, მესის მომავალი დამოკიდებულია ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსზეც. გუნდის პირველი და მესამე კაპიტნები "ბარსაში" აუცილებლად უნდა დარჩნენ და ხელფასი შეიმცირონ, რათა არგენტინელი ლეგენდის დამატებას ფინანსურმა ფეარ-პლეიმ ხელი არ შეუშალოს. არადა, როგორც ვიცით, ბუსკეტსსაც და ალბასაც სეზონის ბოლოს წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ.

აქვე გეტყვით, რომ ლეოს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი ივლისში ეწურება. მიმდინარე სეზონში "პსჟ-ს" იგი 16 გოლითა და 14 საგოლე გადაცემით დაეხმარა.


Facebook კომენტარები