3 წლის და 2 თვის წინ
"ნაჩოს ჩამოეძინა" - არაუხო ჰაკერების მსხვერპლი გახდა
ავტორი
Aa
გუშინ, როცა "ლივერპულისა" და მადრიდის "რეალის" მატჩი მიმდინარეობდა, "ბარსელონას" ახალგაზრდა უკანახაზელის, რონალდ არაუხოს ტვიტერ-გვერდზე საინტერესო პოსტი გამოჩნდა.
"როგორი შეცდომა ნაჩოსგან! მას საჯარიმოში ჩამოეძინა და ახლა დიდ არეულობას შექმნის," - ვკითხულობდით პოსტში.
როგორც შემდეგ გაირკვა, ურუგვაელი ფეხბურთელი ჰაკერების მსხვერპლი გახდა. ეს მან თავადვე დაადასტურა:
"ანგარიში დამიჰაკეს. ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს გამომწერსა და გულშემატკივარს. ყველაფერი კონტროლქვეშაა."
გეტყვით, რომ ნაჩო გუშინდელ მატჩში ტრავმირებული დავიდ ალაბას ნაცვლად ჩაერთო. მას შემდეგ, რაც ესპანელი მოედანზე გამოჩნდა, "სამეფო კლუბს" გოლი არ გაუშვია.
კარლო ანჩელოტის შეგირდებმა "ენფილდზე" ანგარიშით 5:2 მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა თითქმის გაინაღდეს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
7 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
7 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი