2 წლის და 4 თვის წინ
რობერტო ამაზეც თანახმაა - რაზე მიდის ესპანელი "ბარსაში" დარჩენის სანაცვლოდ
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის, სერხი რობერტოს მომავალი ჯერჯერობით ბუნდოვანია.
მის დაკავშირებით ახალ ცნობებს გამოცემა "Sport"-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ესპანელი მოთამაშე "ბლაუგრანაში" დარჩენის სანაცვლოდ დიდ დათმობაზე მიდის.
კერძოდ, მიუხედავად იმისა, 31 წლის ფეხბურთელის ხელფასი კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, ის თანახმაა, რომ ანაზღაურება კიდევ შეიმციროს.
აქვე გეტყვით, რომ რობერტოს კატალონიელებთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ