"ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელმა ფერან ტორესმა Diario SPORT-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
22 წლის შემტევმა ბოლოდროინდელი პრობლემების შესახებ გულწრფელად ისაუბრა.
"ბარსელონაში" წარმატების მიღწევა მინდა. მსურს, აქ ჩემს თავს კიდევ ბევრი წელი ვხედავდე.
"ბარსაში" გადასვლა? ჩემში გადახდილ ფულზე პასუხისმგებელი მე არ ვარ. მათ სურდათ ამდენის გადახდა. აქ იმიტომ მოვედი, რომ "ბარსელონას" უარს ვერ ეტყვი. ჩავიმ რამდენჯერმე დამირეკა.
"მანჩესტერ სიტის" დატოვება მარტივი არ იყო, მაგრამ ტრავმა ამ კუთხით დამეხმარა. გამოცდილება შევიძინე, რადგან გუნდის შეცვლა იოლი არასდროსაა.
ვისწავლე, რომ გოლის გატანით შეპყრობილი არ უნდა ვიყო. ვისწავლე ბედნიერების შეგრძნება, რაღაცების პირდაპირ დანახვა. რთული პერიოდი გამოვიარე, ოღონდ ამან საკუთარი თავის გაცნობის შესაძლებლობა მომცა.
ჩემი თავი ფსიქოლოგს მივანდე. მასთან კვირაში ერთხელ ან ორჯერ მივდივარ. ოჯახიც მეხმარება.
ვგრძნობდი, რომ უძირო ჭაში ვვარდებოდი. ასე ცუდად თავი არასდროს მიგრძვნია. ჩავის შევპირდი, რომ ძველი მე დავუბრუნდებოდი. აღფრთოვანებული ვარ ჩავის მისწრაფებით. "ბარსელონა" მის ვენებშია. მას აქ ყველაფერი აქვს მოგებული.
მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედთან"? ყველამ ისე უნდა ვირბინოთ, თითქოს უკანასკნელი დღეა. ეს მოთმინების თამაში იქნება." - თქვა ფერანმა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის უკანასკნელ ტურში, "კადისის" წინააღმდეგ ტორესი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მიმდინარე სეზონში მას 5 გოლი აქვს გატანილი.