2 წლის წინ
მოულოდნელი გადაწყვეტილება - "ბარსა" ფეხბურთელს იბრუნებს
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ჩადი რიადის "რეალ ბეტისიდან" 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვა გადაწყვიტა, - იუწყება ფაბრიციო რომანო.
მაროკოელი ცენტრლაური მცველი ახლა ანდალუსიურ კლუბშია განათხოვრებული. "ბეტისს" ზაფხულში მისი 3.5 მილიონ ევროდ ყიდვა შეუძლია, მაგრამ "ბლაუგრანამ" შეთანხმებაში ჩადო პუნქტი, რომ თუ ამის საჭიროებას დაინახავდა, ჩადი 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ კვლავ უკან გამოესყიდა.
აღსანიშნავია, რომ "ბეტისი" შეინარჩუნებს 20 წლის ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდან თანხის ნახევრის მოთხოვნის უფლებას.
Sport-ის ცნობით, "ბარსაში" უნდათ, მომდევნო სეზონს 4 ცენტრალური მცველით შეხვდნენ, ამ 4-დან ერთ-ერთი კი რიადი უნდა იყოს. ჩადის დომინანტი ფეხი მარცხენაა - ამით ის ინიგო მარტინესს ჰგავს.
მიმდინარე სეზონში მაროკოელმა 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი