"ბარსელონას" ესპანელი ვარსკვლავი, პედრი გონსალესი 2023 წელს კვლავ ტრავმირებული ამთავრებს. ნახევარმცველს "ლას პალმასთან" 4 იანვარს გასამართ მატჩში თამაში შეეძლება, მაგრამ მისი ტრავმიანობის საერთო სურათი მაინც სანერვიულოა.
Diario Sport-ის ინფორმაციით, პედრის ბოლო ტრავმა შეჯახების ბრალი კი არ იყო, როგორც ეს კლუბმა გამოაცხადა, არამედ საქმე ისევ კუნთის პრობლემასთან გვაქვს.
ცხადია, ეს ამბავი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ქომაგებისთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია.
წყაროს თანახმად, კლუბში გადაწყვიტეს, რომ ამ საკითხს უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭონ. "ბლაუგრანა" მკაცრად გააკონტროლებს პედრის ძილის რეჟიმსა და კვებით რაციონს.
გარდა ამისა, გონსალესს განსაკუთრებულ სავარჯიშო რეჟიმს შეუდგნენ.
შეგახსენებთ, რომ პედრისთვის მიმდინარე სეზონში ეს კუნთის მეორე ტრავმაა, კარიერაში კი - მე-7.