2 წლის წინ
"ბარსამ" ორი შეთავაზება მიიღო - კლუბს გაცვლას სთავაზობენ
ავტორი
Aa
"ბარსელონა" იანვარში რაფინიას თაობაზე მოუსმენს შეთავაზებებს, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ორი წინადადება მიიღეს.
პირველი შეთავაზება საუდის არაბეთიდანაა, თუმცა კონკრეტული კლუბი არ სახელდება. რაც შეეხება მეორეს, იგი კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაუგზავნა.
გავრცელებული ცნობის მიხედვით, "წითელი ეშმაკები" "ბლაუგრანას" რაფინიას ჯეიდონ სანჩოში გაცვლას სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ სანჩოს "ემიუს" მთავარ მწვრთნელთან, ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი აქვს და სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლევა. მისი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენის შანსი მიზერულია.
რაც შეეხება რაფინიას, 27 წლის ფლანგელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი