"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ რომ მედიაში თავისთვის სასურველი ხმების გავრცელებას რომ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, ეს აქამდეც ვიცოდით.
ბართომეუს ტაქტიკას დღეს გავრცელებული ინფორმაციაც გვაცნობს. საქმე 2020 წელს მომხდარ შემთხვევას ეხება, როცა "ბლაუგრანას" მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მედიას მაურისიო პოჩეტინოს დაცვა დაავალა.
პრესაში ჟურნალისტ ალბერტ ლესანისა და "ბარსას" ბორდის ყოფილი წევრის, ხაუმე მასფერერის ჩანაწერმა გაჟონა.
ლესანი: "პოჩეტინო? ის შეიძლება იყოს მთავარი კანდიდატურა? დავიცვა?
მასფერერი: "ყოველი შემთხვევისთვის, დაიწყე მისი დაცვა."
ლესანი: "ვერ ვიტყვი, რომ ის არ მომწონს."
შემდეგ ლესანმა მასფერერს ისიც ჰკითხა, რა არგუმენტებით დაეცვა არგენტინელი სპეციალისტის კანდიდატურა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს "ბარსელონას" კიკე სეტიენი პოსტიდან ახალი გაშვებული ჰყავდა და მთავარი მწვრთნელის ძებნაში იყო გართული. ერთ-ერთ ვარიანტად პოჩეტინო ისახებოდა. სწორედ ამიტომ დაევალა კლუბთან დაახლოებულ ჟურნალისტს, არგენტინელის შესახებ პოზიტიური სტატიის მომზადება.
საბოლოო ჯამში, "ბარსამ" არჩევანი რონალდ კუმანზე შეაჩერა. ნიდერლანდელმა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" ერთად მხოლოდ კოპა დელ რეი მოიგო.