4 თვის და 1 კვირის წინ
მდგომარეობა იმაზე ცუდია, ვიდრე ეგონათ - პედრი ისევ ლაზარეთში
მდგომარეობა იმაზე ცუდია, ვიდრე ეგონათ - პედრი ისევ ლაზარეთში

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, სერხი სოლეს ინფორმაციით, პედრი გონსალესის ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე თავიდან ეგონათ.

21 წლის ესპანელის მწყობრში დაბრუნებას იანვრის ბოლოსთვის ელოდებიან.

ეს იმას ნიშნავს, რომ პედრის ესპანეთის სუპერთასზე მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუ ვითარება რადიკალურად არ შეიცვალა, უდიდესია იმის ალბათობა, რომ "ბლაუგრანას" რვიანი წლის ოთხთა ტურნირს გამოაკლდეს.

ცხადია, ახალგაზრდა ვარსკვლავის ტრავმიანობა "ბარსაში" ძალიან აღელვებთ. მიმდინარე სეზონში ეს პედრისთვის მე-2 ტრავმაა. პრობლემა წინა ჯერზეც კუნთთან გახლდათ დაკავშირებული.

ამ სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში გონსალესის ანგარიშზე 1 გოლი და 1 ასისტია. რაც შეეხება ესპანეთის სუპერთასს, 11 იანვარს იქ "ბლაუგრანა" "ოსასუნას" შეხვდება, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი "რეალს" ან "ატლეტიკოს", 15 იანვარს დაუპირისპირდება.


Facebook კომენტარები