2 წლის წინ
ცნობილია: "ბარსას" პირველი შენაძენი 2024 წლის ზაფხულში
ავტორი
Aa
Diario Sport ირწმუნება, რომ 2024 წლის ზაფხულში "ბარსელონას" პირველი ახალწვეული ჩადი რიადი იქნება.
კატალონიელები "რეალ ბეტისს" 7 მილიონ ევროს გადაუხდიან და ანდალუსიაში იჯარით გაშვებულ "ლა მასიელს" ასე გამოისყიდიან.
20 წლის ცენტრალურ მცველს "ბლაუგრანაში" პირველი გუნდის წევრის სტატუსი ექნება.
ჩადი ახლაც "ბარსას" საკუთრებაშია, თუმცა მან უკვე ჩაატარა "ბეტისში" იმდენი მატჩი, რამდენიც "თეთრ-მწვანეებს" მის 3.5 მილიონ ევროდ შეძენის ვალდებულებას აკისრებდა. საბედნიეროდ, კლუბმა "ბენიტო ვილამარინის" ბინადრებთან დადებულ შეთანხმებაში რიადის 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის ოფციაც ჩადო.
რიადმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი