2 წლის წინ
ილაიქს მორიბა ლა ლიგაში ბრუნდება
ავტორი
Aa
ილაიქს მორიბა "ხეტაფესთან" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო.
"ბარსელონას" ყოფილი ტალანტის დამატება მადრიდული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ ბორდალასს ძალიან უნდა. სხვათა შორის, "ხეტაფეში" ილაიქსს "ბლაუგრანას" კიდევ ერთი ექსფეხბურთელი, კარლეს ალენია დახვდება.
შეგახსენებთ, რომ მორიბამ "ბარსა" 2021 წლის ზაფხულში დატოვა. გერმანულმა "ლაიფციგმა" მასში 16 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ესპანელმა გაცემული ავანსების მეათედიც ვერ გაამართლა.
წარუმატებელი გახლდათ ილაიქსის განათხოვრება "ვალენსიაშიც".
"ბარსელონას" პირველი გუნდის მაისურით მორიბას 18 მატჩი აქვს ჩატარებული. 20 წლის ნახევარმცველის აქტივში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი