4 თვის და 1 კვირის წინ
"ბარსელონა" ლევანდოვსკის თხოვნით მიმართავს
"ბარსელონა" ლევანდოვსკის თხოვნით მიმართავს

"ბარსელონამ" რობერტ ლევანდოვსკის შეიძლება ხელფასის შემცირება სთხოვოს, - იუწყება SPORT.

პოლონელ გოლეადორს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და მასში კიდევ 1 წლით გახანგრძლივების ოფციაცაა ჩადებული.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, რობერტის ანაზღაურება ყოველწლიურად მცირდება. "ბლაუგრანას" ფინანსურ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ეს უდიდესი ტვირთია.

სწორედ ამიტომ, არაა გამორიცხული, "ბარსამ" 35 წლის შემტევს სთხოვოს, რომ კონტრაქტის ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაზღვრულზე დაბალი ხელფასით დაკმაყოფილდეს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთ" ამ საქმეში ლევანდოვსკის აგენტისა და ჟოან ლაპორტას დიდი მეგობრის, პინი ზაჰავის იმედი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ რობერტით საუდის არაბული კლუბები ინტერესდებიან, მაგრამ ცენტრფორვარდს "ბარსადან" წასვლა ჯერ არ უნდა.


Facebook კომენტარები