4 თვის და 1 კვირის წინ
ჩავის ფეხბურთელთან მკაცრ მოპყრობას სთხოვენ
ჩავის ფეხბურთელთან მკაცრ მოპყრობას სთხოვენ

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ჩავის სთხოვს, რომ რობერტ ლევანდოვსკის სასტარტო თერთმეტეულში ხელშეუხებლის სტატუსი მოუხსნას, - იუწყება MARCA.

მადრიდული გამოცემის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" უფროსობას სურს, მთავარმა მწვრთნელმა 35 წლის პოლონელისგან უფრო მეტო მოითხოვოს და თუ ამას ვერ მიიღებს, სათადარიგოთა სკამზეც გადასვას.

"ბლაუგრანაში" ძალიან აწუხებთ ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რობერტი კარგად ითამაშებს თუ ცუდად, მოედნიდან იგი არასდროს გაჰყავთ.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 მატჩში ლევანდოვსკის ანგარიშზე 9 გოლია. 14 შეხვედრაში მან მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა, რაც შემაშფოთებელი მაჩვენებელია. გარდა ამისა, "ბარსას" ცხრიანმა რეალური საგოლე მომენტი რამდენიმე ისეთ მატჩში გააცუდა, სადაც ეს ჩავის გუნდს ქულების დაკარგვად დაუჯდა.

"ბარსასთვის" კარგი ამბავი ის უნდა იყოს, რომ ვიტორ როკე ცენტრფორვარდის პოზიციაზე თითქმის გამქრალ კონკურენციას აუცილებლად ააღორძინებს, რაც ლევანდოვსკისაც უნდა დაეხმაროს ფორმის აღდგენაში.



Facebook კომენტარები