მას შემდეგ, რაც კლაუდიუ ეჩევერი "მანჩესტერ სიტიმ" გაიფორმა, "ბარსელონას" ყურადღება ბრაზილიური "პალმეირასის" 16 წლის ტალანტზე, ესტევაო ვილიანზე გადავიდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "მესინიოსთვის" ბრძოლაში "ბლაუგრანას" კონკურენციას "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "პარი სენ ჟერმენი", "არსენალი" და "ჩელსი" გაუწევენ.
ვილიანის აგენტი ანდრე კურია, რომელიც ახლა ბარსელონაში იმყოფება თავისი კიდევ ერთი კლიენტის, ვიტორ როკეს პრეზენტაციაზე დასასწრებად. გამოცდილი აგენტი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და "ბარსას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ესტევაოს შესაძლო ტრანსფერის შესახებ აუცილებლად გაესაუბრება.
ანდრეს სურს გაიგოს, მზად არიან თუ არა "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 16 წლის ფეხბურთელისთვის გაიბრძოლონ.
მესინიოს საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ მისი ოცნების კლუბი "ბარსელონაა", თუმცა კატალონიელებს პრობლემას "პალმეირასის" ფინანსური მოთხოვნილებები უქმნით. ტალანტის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა და "ბარსაში" უნდა შიშობდნენ, რომ რომელიმე გრანდი ამ ოფციას იქამდე გააქტიურებს, სანამ "ბლაუგრანა" "პალმეირასთან" გადახდის ფორმულაზე მიაღწევდეს შეთანხმებას.