3 წლის და 2 თვის წინ
ამბავი, რომელიც არ უნდა გახმაურებულიყო - მესის აზრი ცნობილია
ამბავი, რომელიც არ უნდა გახმაურებულიყო - მესის აზრი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ლიონელ მესის მამას, ხორხე მესის შეხვდა. მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, "ლა პულგას" კატალონიურ გრანდში დაბრუნების შესაძლებლობაც განიხილეს.

Catalunya Radio-ს ცნობით, "ბარსაში" არ სურდათ, რომ შეხვედრის ამბავი გასაჯაროვებულიყო.

კატალონიურ გრანდს არ უნდა, გულშემატკივრებში უსაფუძვლო ოპტიმიზმი დაითესოს, თუმცა Cat.Radio აღნიშნავს, რომ შეხვედრამ საკმაოდ კარგად ჩაიარა და "ბლაუგრანას" მმართველმა იგი პოზიტიური შეგრძნებით დატოვა.

წყაროს თანახმად, იგივე პოზიცია აქვთ მესის ბანაკშიც. შეხვედრის გახმაურება არც არგენტინელის გარემოცვას ეწადა.

სხვათა შორის, მედია-საშუალება აღნიშნავს, რომ "კამპ ნოუზე" დაბრუნებას ლეო გაცილებით უკეთესი თვალით უყურებს, ვიდრე მისი ოჯახის წევრები.

თუ გავითვალისწინებთ მატიას მესის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს, ოჯახის პოზიციის დაახლოებით გამორკვევა არ უნდა გაგვიჭირდეს, თუმცა სასიხარულო ისაა, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი სხვანაირადაა განწყობილი.


Facebook კომენტარები