2 წლის წინ
მესის ნომერი გრინვუდს - გიჟური ინფორმაცია ინგლისიდან
ავტორი
Aa
"ბარსელონა" მეისონ გრინვუდს 10-ნომრიან მაისურს შესთავაზებს, - იუწყება The Sun-ის ჟურნალისტი, ნილ კურტისი.
არც თუ ისე სანდო ინფორმაციის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" მზად არიან, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ხეტაფეში" განათხოვრებული ინგლისელის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.
"ხეტაფეს" მაისურით ჩატარებულ 15 მატჩში 22 წლის ფორვარდმა თავი 5 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ცხადია, ძალიან რთული წარმოსადგენია, "ბარსამ" ისეთი წარსულის მქონე ფეხბურთელი, როგორც გრინვუდია, ამხელა თანხად შეიძინოს. ნაკლებსავარაუდოა, კატალონიელებს გრინვუდმა მოედანზე იმხელა სარგებელი შემატოს, რამდენ რეპუტაციულ ზიანსაც მოედნის მიღმა მოუტანს.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ამჟამინდელი ათიანი, ანსუ ფატი "ბრაიტონშია" განათხოვრებული.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი