10 თვის და 3 კვირის წინ
"ზუსტად არ ვიცი, ეს რისი ბრალია" - ფრენკი დე იონგის ინტერვიუ
"ზუსტად არ ვიცი, ეს რისი ბრალია" - ფრენკი დე იონგის ინტერვიუ

"ბარსელონას" 26 წლის ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა ნიდერლანდურ Nos Sports-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ჟურნალისტის მრავალ შეკითხვას უპასუხა.

გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს აღნიშნული ინტერვიუდან:

"ახლა იმ კლუბში ვარ, სადაც ყოფნაზეც ყოველთვის ვოცნებობდი."

"ჯერ არ მომიგია ის ჯილდოები, რომელთა მოგებაც მინდა და არც ის ფეხბურთელი ვარ, როგორი ფეხბურთელობაც მსურს. განვითარებისთვის დიდი სივრცეა დარჩენილი, დრო კი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს, თუმცა, ცხადია, ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს."

"მოთამაშის მნიშვნელობა ხშირად გოლებსა და ასისტებზეა მიბმული. ჩემს პოზიციაზე საქმე განსხვავებულადაა. მინდა, რომ მნიშვნელოვანი სხვა კუთხით ვიყო. შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ შემიძლია."

"ლა ლიგაში საკმარისად კარგად არ ვთამაშობთ, თუმცა წინ ნახევარი სეზონია. არასდროს იცი, რა მოხდება. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან პირველი ადგილით გავედით. ეს კარგია. ამ სეზონში ბევრი რამისთვის უნდა ვითამაშოთ."

"ნიჭიერი შემადგენლობა გვყავს, პრობლემა კი არასტაბილურობაშია. ზუსტად არ ვიცი, ეს რას დავაბრალო."

"მანჩესტერ იუნაიტედი"? "ბარსელონაში" ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა თავს აქ კარგად ვგრძნობ."

"მომავალში მწვრთნელობას არ ვგეგმავ."

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში დე იონგმა 1 გოლი მიითვალა. 2 თვე მას მუხლის ტრავმის გამო გაუცდა.


Facebook კომენტარები