პაოლო დიბალას შეძენა დღეიდან 13 მილიონ ევროდაა შესაძლებელი, - იუწყება Gazzetta dello Sport.
იტალიური გამოცემის თანახმად, "რომასა" და არგენტინელ ფეხბურთელს შორის დადებულ კონტრაქტში გაწერილია, რომ თუ გამოჩნდება არაიტალიური კლუბი, რომელიც "ლა ხოიაში" აღნიშნულ თანხას გადაიხდის, "ჯალაროსი" მას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაუშვებს.
კონტრაქტში ჩადებული ეს პუნქტი დღეიდან გააქტიურდა.
აღნიშნული ამბავი "ბარსელონასთვის" იმიტომაა საინტერესო, რომ დიბალას კატალონიურ გრანდს წლების განმავლობაში უკავშირებდნენ. მოარული ხმების თანახმად, არგენტინელმა "ბლაუგრანას" საკუთარი თავი 2022 წელსაც შესთავაზა, თუმცა ტრანსფერი მაშინ ხელმძღვანელობის წევრებმა ჩაშალეს.
30 წლის თავდამსხმელის შეღავათიან ფასად შეძენა "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ახლა შეიძლება გაცილებით საინტერესო ვარიანტი იყოს, რადგან გუნდს შეტევაში აშკარა პრობლემები აქვს.
პაოლოს ანგარიშზე, მიმდინარე სეზონში, 4 გოლი და 6 ასისტია.