4 თვის და 2 კვირის წინ
ჩავიმ 3 ფეხბურთელს უნდა უშველოს
ჩავიმ 3 ფეხბურთელს უნდა უშველოს

"ბარსელონამ" 2023 წელი არადამაჯერებელი თამაშითა და მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვით დაასრულა. სეზონის სტარტზე ჩავის გუნდი შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა თვეების გასვლასთან ერთად, ასპარეზობის ხარისხი საგრძნობლად შემცირდა.

"ბლაუგრანას" შემადგენლობაში გაჩენილ ტრავმიანობასთან ერთად, გუნდის ცუდ გამოსვლას ხელი ცალკეული ფეხბურთელების ცუდმა ფორმამაც შეუწყო.

ამაზე საუბრობს Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელიც, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის, ჩავი ერნანდესის მისიას უსვამს ხაზს.

"მომდევნო კვირებში ჩავის მთავარი მიზანი ორიოლ რომეუს, ჟიულ კუნდესა და ალეხანდრო ბალდეს საუკეთესო ვერსიების დაბრუნება იქნება," - წერს მიგელი.

შეგახსენებთ, რომ წლის პირველი მატჩი "ბარსას" 5 იანვარს ელოდება. კატალონიელები "ლას პალმასს" თბილისის დროით 00:30 საათიდან გაეჯიბრებიან.


Facebook კომენტარები