2 წლის წინ
რა ღირს "ბარსას" სამიზნე - კატალონიაში ეჭვობენ
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" "ჟირონას" 26 წლის ნახევარმცველით, ალეიქს გარსიათი სერიოზულადაა დაინტერესებული და მისი გადაბირება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს.
ცხადია, ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი "ბლაუგრანასთვის" ახლა ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ რა ღირს ესპანელი შუახაზელი.
"ჟირონაში" ამბობენ, რომ გარსიას გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა "ბარსაში" სხვა მოსაზრება აქვთ.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ ფერან მარტინესის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წყაროები იუწყებიან, რომ ალეიქსის გამოსასყიდი თანხა არა 20, არამედ 12 მილიონი ევროა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში გარსიამ 3 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი