logo

ზუსტად 4 წლის წინ - დღე, როცა გრიზმანმა "ბარსა" გაანადგურა [ვიდეო]

დღეს ზუსტად 4 წელი შესრულდა ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩიდან, რომელშიც მადრიდის "ატლეტიკომ" "ბარსელონა" 2:0 დაამარცხა.

"ლურჯ-ბროწეულისფერებს" ორმატჩიანი ჯახის პირველი შეხვედრა 2:1 ჰქონდათ შინ მოგებული. "ვისენტე კალდერონზე" ისინი ერთბურთიანი უპირატესობით ჩავიდნენ, რაც საკმარისი არ გამოდგა.

ამჟამად "ბარსას" ცენტრფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, რომელიც მაშინ "როხიბლანკოს" მაისურს ირგებდა, დუბლი შეასრულა და "ინდიელები" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, სადაც მათ "ბაიერნიც" ჩამოიშორეს გზიდან და საბოლოდ ფინალში "რეალთან", პენალტების სერიით დამარცხდნენ.

საინტერესოა, რომ მადრიდულ-კატალონიური ჯახის ბოლო წუთზე მთავარმა არბიტრმა, ნიკოლა რიცოლიმ "ატლეს" კარში აშკარა პენალტი არ დადო, რის გამოც "ბარსა" ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა.


1 თვის წინ
412 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1015
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ