4 თვის და 2 კვირის წინ
პედრი: "ბარსელონაში" ამ ფეხბურთელის მიყვანას ვისურვებდი"
პედრი: "ბარსელონაში" ამ ფეხბურთელის მიყვანას ვისურვებდი"

"ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველი, პედრი გონსალესი ცნობილ სტრიმერთან, იბაი გომესთან სტუმრად იმყოფებოდა. 

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" რვიანმა უამრავ შეკითხვას უპასუხა, გულშემატკივრებს "ბლაუგრანას" გასახდელის შესახებ მოუყვა და საინტერესო თამაშებშიც გამოსცადა საკუთარი თავი.

ერთ-ერთი კითხვა, რაც პედრის დაუსვეს, იმას ეხებოდა, თუ რომელი ფეხბურთელის მიყვანას ისურვებდა "ბარსაში".

გონსალესმა "მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელი სუპერფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი დაასახელა.

"ბარსელონასთვის" რომ რომელიმე მოთამაშის დამატება შემეძლოს, ჰოლანდს ავირჩევდი. მას ბევრი გოლი გააქვს, ლევანდოვსკი კი 60 წლამდე ნამდვილად ვერ ითამაშებს (იცინის).

ასევე მომწონს "ობობა", ხულიან ალვარესი," - თქვა პედრიმ.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველმა რამდენიმე დღის წინ კუნთზე კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. მისი ესპანეთის სუპერთასის მატჩებში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა გამორიცხული არ არის.


Facebook კომენტარები