4 თვის და 2 კვირის წინ
როკეს "ბარსას" 2 მოთამაშე გვერდიდან არ შორდება
როკეს "ბარსას" 2 მოთამაშე გვერდიდან არ შორდება

Diario AS-ის ჟურნალისტ ხავი მიგელს თუ ვენდობით, "ბარსელონას" 18 წლის ახალწვეული, ვიტორ როკე ორ ფეხბურთელს განსაკუთრებით დაუახლოვდა.

როგორც ირკვევა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალგაზრდა თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკი და რაფინია გვერდიდან არ შორდებიან.

ლევანდოვსკი გასახდელში როკეს მეზობელია. ცხადია, პოლონელ გოლეადორს ვიტორისთვის თავისი უზარმაზარი გამოცდილების გაზიარება აუცილებლად ენდომება. რაც შეეხება რაფინიას, ბრაზილიელები რომ საერთო ენას გამონახავდნენ, არც ამაშია რაიმე გასაკვირი.

SPORT-ს თუ დავუჯერებთ, ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ "ატლეტიკო პარანაენსედან" გადმობირებული ფეხბურთელის კატალონიური დებიუტი 5 იანვარს, "ლას პალმასის" წინააღმდეგ შედგება.

"ბარსელონაში" არსებული რწმენით, ერთადერთი, რაც როკეს ლა ლიგაში დასარეგისტრირებლადაა საჭირო, შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმებაა; ეს კი მატჩამდე აუცილებლად მოესწრება. სხვათა შორის, ვიტორს ისე დაარეგისტრირებენ, როგორც გუნდის სრულფასოვან წევრს, და არა იჯარით დამატებულს, როგორც ამას ზოგიერთი გამოცემა ვარაუდობდა.

"ლას პალმასთან" გასამართი მატჩის განაცხადს "ბარსა" ხუთშაბათს გამოაქვეყნებს. 


Facebook კომენტარები